seated_dervish_persian_safavid_16c

სუფიზმი – ეს შინაგანი განჭვრეტის, და არა განსჯის გზაა.
სუფიზმი შინაგანი გარდაქმნაა და არა სხვისგან მიღებული ინფორმაციის დასწავლა.
ის, რაც ადამიანის გასხივოსნებას ეხება, შეუძლებელია სიტყვებით გამოიხატოს.
Aამიტომ სუფიები ამბობენ – “ის, რაც შეიძლება გამოითქვას, სუფიზმი არ არის”.
როგორც ჯალალედინ რუმიმ თქვა: “რა სიტყვებითაც უნდა აღვწერო სიყვარული, როდესაც საქმე თვით სიყვარულს ეხება, მე მრცხვენია ამ სიტყვებისა”.
A ამგვარად, ყველაფერი, რასაც გამოჩენილი სუფიები სუფიზმზე ამბობენ, მათი შინაგანი მდგომარეობის სიტყვით გამოხატვის მხოლოდ მცდელობაა.
სიტყვებით შესაძლებელია მხოლოდ სუფიზმის ცალკეული ასპექტების დემონსტრირება, მაგრამ არა _ ყოვლისმომცველი განსაზღვრება.
მიუხედავად ამისა, თუ მაინც  ვეცდებით სუფიზმის სიტყვიერად განსაზღვრას, ვიტყვით შემდეგს: “სუფიზმი – ეს არის გზა აბსოლუტური რეალობისკენ, ამ გზაზე წინსვლის მამოძრავებელი ძალა სიყვარულია; წინსვლის საშუალებას კი მხოლოდ მიზანმიმართული კონცენტრაცია და ნებისმიერ სიტუაციაში შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება გვაძლევს. ამ გზის მიზანი ღმერთია”.სხვაგვარად რომ ვთქვათ, სუფიური გზის ბოლოს არაფერი რჩება, ღმერთის გარდა.

Advertisements