325ხირყა – დარვიშის საპატიო სამოსია, ის ღვთაებრივი ზნეობის და მისი ატრიბუტების სიმბოლოა. ზოგიერთებს შეცდომით მიაჩნიათ, რომ თვით ამ სამოსს, როგორც სოლომონის ბეჭედს, აქვს ეს თვისებები. მათი აზრით, თუ ადამიანი ამ სამოსს ატარებს, ის წმინდანი ხდება. Mმაგრამ  ეს ასე არ არის – სამოსი არავითარ როლს არ თამაშობს.

Aადამიანმა ის უნდა ჩაიცვას, რაც მოსწონს, Dდა თან ეცადოს, მისი სამოსი ჰარმონიულად ერწყმოდეს სოციალურად მისაღებ ჩაცმულობას.
Aალიმ თქვა:

“ისეთი სამოსი ატარე, რომ თითით საჩვენებელი არ გახდე,
Aარც არავინ Fაღფრთოვანდეს და არც შეშურდეთ შენი.”

YYყველას შეუძლია ის ჩაიცვას, რაც მოსწონს, ოღონდ სუფიად ადამიანს მხოლოდ მისი ზნეობა და მოქმედების რაობა აქცევს.

საადიმ თქვა:

“თუნდაც სამეფო ტახტზე რომ იჯდე,
სუფთა გულისა და აზრის მქონე დარვიშად დარჩი.”

სამოსის შესაკერად ორი ძირითადი რამაა აუცილებელი _ ერთგულების ნემსი (ირიდათი) და ღვთის თავდავიწყებული ხსოვნის ძაფი (ზექრი). ვისაც სურს, სიღატაკის ეს საპატიო სამოსი დაიმსახუროს, ერთგულებით უნდა განიმსჭვალოს და სულიერ მოძღვარს დაემორჩილოს. ჭეშმარიტად ერთგული გული ხომ მუდამ სიყვარულის ობიექტისკენ მიილტვის, რაც სიმშვიდის უარყოფასა და მუდამ ღვთისკენ მიმართულ გულისყურს ნიშნავს. ამ გზაზე შემდგარი კითხვებს არ სვამს. ის უსიტყვოდ ემორჩილება სულიერ მოძღვარს.

მოძღვარი – შეიხი სულიერი ძალის მეშვეობით მოწაფის სულის სიღრმეებს სწვდება, გარდაქმნის მის უარყოფით თვისებებს და უწმინდურობათა მრავალრიცხოვნებას  არარაობად აქცევს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეგზური მოწაფეს ხელიდან გამოართმევს ერთგულების ნემსს, მასში ღვთის თავდავიწყებული ხსოვნის ძაფს აგებს და მოწაფეს ტანზე აკერებს სამოსს, რომელიც ალაჰის ატრიბუტებისაგან და სახელებისაგან შედგება; რათა ის სრულყოფილი ადამიანი გახდეს.