normal_სუფის თვალსაზრისით, სიზარმაცე და უქნარობა მახინჯი თვისებებია. Aამიტომ, ის ცდილობს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ემსახუროს საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს. როგორც უნდა იყოს, მას სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა იმისა, რომ რაიმე პროფესიას დაეუფლოს. გარეგნულად ის საზოგადოებრივ ცხოვრებაშია ჩართული, თუმცა შინაგანად მხოლოდ ღმერთით არის დაკავებული.
როგორც საადი ამბობს:

”გსმენია რამე იმ ქმნილებაზე, A
რომელიც ერთდროულად არსებულია,
D თან არც არსებობს?
Mმე ადამიანთა შორის ვიმყოფები,
ჩემი გული კი სულ სხვაგანაა.”

სუფის თვალსაზრისით, საზოგადოებასთან ჰარმონიაში ცხოვრება ასკეზისა და თვითგვემის ყველაზე მტანჯველი ფორმაა; Uუფრო მეტიც, ამგვარი ჰარმონია სუფიზმში ადამიანის სრულყოფილების განსახიერებად ითვლება. Mის, ვისაც თავის ახლობლებთანANკეთილმეზობლურ ურთიერთობაში არ შეუძლია ცხოვრება, სინამდვილეში ავად არის. აქედან გამომდინარე, მათ, ვინც განუდგა საზოგადოებას და სულიერი ცხოვრებისაკენ სწრაფვის გზად განმარტოება აირჩია, სუფიზმი არასრულყოფილ, ნაკლოვან ადამიანებად მიიჩნევს.

Aამიტომ, სრულყოფილი ადამიანობისთვის მხოლოდ სულიერი გზა არ არის საკმარისი, უნდა შეგეძლოს საზოგადოებასთან შეწყობა და მასთან თანხმობაში ცხოვრება. ასეთ ადამიანს მხოლოდ სხვათა მსახურება კი არ მართებს, არამედ არასოდეს არ უნდა გრძნობდეს თავს შეწუხებულად და არ უნდა ღიზიანდებოდეს ადამიანებთან ურთიერთობისას. სინამდვილეში, ადამიანთა შორის ცხოვრება მისი სრულყოფისაკენ სწრაფვის გამოცდაა, რადგან სწორედ საზოგადოებაში უნდა დაამტკიცოს მან, რომ თავისუფალია ვნებებისა და თვითობის გავლენისაგან. განვითარების ასეთ მაღალ საფეხურზე მყოფი სუფი სხვისგან მიყენებულ ბოროტებას საწყენად არ მიიჩნევს. ის მოწაფე, რომელსაც ეს ისევ აღელვებს ან აღიზიანებს, ჯერ კიდევ ურწმუნოდ მიიჩნევა.

როგორც ჰაფეზმა თქვა:

“ვიყოთ უბრალონი, სიხარულით მიიღეთ საყვედური,
რადგან თქვენს გზაზე
წყენის განცდა ურწმუნობას ნიშნავს”.

Mმოწაფე, რომელიც წყენას განიცდის, სამყაროს ორსახოვნად აღიქვამს: ის ჯერ კიდევ რეალურად მიიჩნევს თავს და, შესაბამისად, ჯერ არ შეუწყვეტია მცდელობა, “შეჰმატოს ღმერთს ამხანაგი”.