PersianDervishes

სულიერების საშუალო სკოლაში @”თარიყათი” სპეციფიური სულიერი მოძღვრის მიერ განსაზღვრული პროგრამაა _ ის, რომელსაც მოწაფემ უნდა მისდიოს.

ამ პროგრამის შემადგენელი დისციპლინისა და წვრთნის მიზანია, გარდაქმნას მაძიებლის დაცემული სულის ვნებანი და დემონური

მიდრეკილებები  გარდაქმნად თვისებებად (ნაფსე ლავვამა).
სულის მიდრეკილება ვნებებისადმი აიძულებს ადამიანს, დაიკმაყოფილოს ნებისმიერი ცხოველური, სექსუალური თუ აგრესიული ინსტინქტი.

გარდაქმნადი მიდრეკილებები კი თავადვე განკიცხავენ და განსჯიან სულს ვნებებისა და ცხოველური ტენდენციებისათვის, რადგან სულის ნაკლოვანებისაგან გათავისუფლებას ისახავს მიზნად.

გარდაქმნადი თვისებებით იგმობა სულის ცხოველური ტენდენციები და ვნებები, ადამიანი ნაკლოვანებებისგან თავისუფლდება და სრულყოფილების მიღწევას ცდილობს.

და ბოლოს, არის სულის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ის ამაღლებულ თვისებებს იძენს. Uუდრტვინველობას  (ნაფსე მოთმაინნა), შესაბამისად _ ვნებათა დაცხრობას, მათ სინატიფეს და უფრო ამაღლებულ თვისებებად გარდაქმნას. ამ სულიერ სტადიაზე მოწაფე აღწევს თარიქათის დასასრულს და როგორც ლექსშია ნათქვამი :

”სულო დამშვიდებულო (ნაფსე მოთმაინნა), დაუბრუნდი ღმერთს კმაყოფილი და კმაყოფილებამოპოვებული.”
(ყურანი 89: 27-28)

მიიჩნევა, რომ ასეთი სრულყოფილი ადამიანი ღვთიური ყოფის თანაზიარი ხდება.

თარიყათისადმი თავისი ვალებულებების დასრულების შემდეგ მოწაფე თანდათან თავისუფლდება შინაგანი კონფლიქტების ტვირთისგან. მისი ქვენა გრძნობები (ცხოველური ინსტინქტები) გარდაიქმნება, ხოლო ენერგია, რომელიც მის ვნებებს ასაზრდოვებდა, გულის სარკის გამასუფთავებლად გადაიქცევა და მას სულის გაცისკროვნებისაკენ გაუხსნის  გზას. ამგვარად, თარიქათის ბოლო ეტაპზე მოწაფე განიწმინდება მდაბიო თვისებებისაგან და მათ ღვთიურ თვისებებად გარდაქმნის.
ჰაფეზის სიტყვებით რომ ვთქვათ:

”ჯერ განიბანე, და ტავერნაში ნანგრევთა შორის (ხარაბათი) მერეღა შედი”.

სიტყვა განბანვა გულისხმობს გულის განწმენდას თარიყათის (გზის) გავლის მეშვეობით, მაშინ, როდესაც ხარაბათი მეობის სრულად გაქრობის საყოველთაოდ მიღებული პოეტური ფორმაა. ეს სუფიური გზის ბოლო საფეხურია; საფეხური, რომელიც აბსოლუტური რეალობის მიღწევის ტოლფასია.

თარიქატის პირველი საფეხურის აზრი, საფეხურის, რომელიც წინ უძღვის მაძიებლის ოფიციალურ ხელდასხმას, მდგომარეობს იმაში, რომ მაძიებელი მტკიცე რწმენას იძენს სულიერი მოძღვრისადმი (ქუთბი). ის დარწმუნებული უნდა იყოს,  რომ ოსტატი მას სბოლოო მიზნამდე და სრულყოფილებამდე მიიყვანს. ქუთბი კი, თავის მხრივ, პოტენციურ მოწაფეში იმ გულწრფელობას და ერთგულებას უნდა ხედავდეს, რისთვისაც ის მას სწავლების ღირსად მიიჩნევს.   მას შემდეგ, რაც ოსტატი და მოწაფე ერთმანეთს აღიარებენ, მოწაფეს დაუმოწმებენ, რომ მას წარსულის მთელი ცოდვები და შეცდომები ეპატიება, იმ პირობით, თუ ის ის ჭეშმარიტად მოინანიებს ვნებების გამოვლენას და თავს შეიკავებს აკრძალული ქმედებებისგან.

სუფიზმში განდობილთა წრეში შესვლა ახალ დაბადებად განიხილება დასტურად იესოს სიტყვებს მოიხმობენ: “ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს”. სუფიზმის თვალსაზრისით, ყველა ადამიანი ორჯერ უნდა იშვას. პირველი ამ ქვეყნად დაბადებაა, მეორე კი ბევრად უფრო რთულია _  ამქვეყნიურობის მიტოვება და სიყვარულისა და ერთგულების გზაზე შედგომა.

ითვლება, რომ თარიყათის ეს წინა სტადია, უმეტესწილად შვიდიდან 12 წლამდე გრძელდება. სწორედ ამას გულისხმობდა პოეტი როდესაც თქვა:

“მოსე _  მწყემსი რწმენისა
Mმხოლოდ წლების მანძილზე ოსტატ შუ’აიბუს ერთგული მსახურებით
მიაღწევს სულიერ მიზანს.”

მას შემდეგ, რაც მიმდევარი მოინანიებს და აღიარებს სულიერი მოძღვრის  ძალაუფლებას, მისთვის თარიყათის სულიერი მეთოდები იხსნება.
მოწაფისათვის აუცილებელ თვისებებს აბუ საიდი ასე აღწერდა:

1)    მოწაფე საკმარისად უნდა იყოს გონებრივად განვითარებული მასწავლებლის მინიშნებებისა და მითითებების აღსაქმელად.
2)    ის იმდენად ერთგული უნდა იყოს მასწავლებლის, რომ ყველა მისი მითითება შეასრულოს.
3)    მას უნდა შეეძლოს, მასწავლებლის გამონათქვამების არსს ჩაწვდეს.
4)    მას უნდა ჰქონდეს სუფთა გული, რათა მასწავლებლის სულიერი გავლენა შეითვისოს.
5)    საუბრებში ის გულწრფელი და პირდაპირი უნდა იყოს.
6)    ის საკუთარი სიტყვის პატრონი უნდა იყოს.
7)    ის არაფრით უნდა იზღუდებოდეს და არაფერზე იყოს დამოკიდებული _ საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეეძლოს უარი თქვას ყველაფერზე, რაც გააჩნია.
8)    მას უნდა ჰქონდეს თვითჩაღრმავების უნარი, ენა წინ არ უნდა უსწრებდეს და საიდუმლოს შენახვა შეეძლოს.
9)    მას უნდა შეეძლოს სწორედ  აუღოს ალღო სხვის რჩევა_დარიგებებს და ოსტატის რჩევების გათავისება შეძლოს.
10)    ის უნდა იყოს მამაცი და თავდადებული რაინდი. სულიერ გზაზე მას უნდა შეეძლოს თავგანწირვა  _ საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება.

Advertisements