სუფი მიიჩნევს, რომ ადამიანი საკუთარი ვნებებითაა ხელ_ფეხშებორკილი. ის ზნეობრივად ავადმყოფია. ამ ავადმყოფობის შედეგად მისი გრძნობები დაკნინებულია, ხოლო აზროვნება და აღქმა არაჯანსაღი. ასეთი ადამიანის რწმენა  და ჭეშმარიტების მისეული გაგება ძალიან შორსაა რეალობისგან.

სუფიები ამბობენ, რომ უპირველეს ყოვლისა, უნდა განიკურნოს აზროვნების ავადმყოფური პროცესები, ხოლო ვნებები გარდაიქმნას ზნეობრივ საწყისად.  ადამიანს ჭეშმარიტების სწორი აღქმა მხოლოდ მაშინ შეუძლია, როდესაც მისი აზროვნება გაჯანსაღდება. ჰარმონიის ეს გზა (სულიერი გზა) შედგება სულიერი სიღატაკის (ფაკრი), ერთგულების (ირიდათი) და ღვთის მუდმივი, თავდავიწყებული ხსენებისგან (ზექრი). Aამგვარად განვითარების შემთხვევაში, ადამიანი ჭეშმარიტების ისეთად აღქმას იწყებს, როგორიც ის არის.

Advertisements