normal_derwischwasserschaleპრინციპში, სუფიზმში განსაკუთრებული ყურადღება არ ეთმობა იმ სასწაულებს (ქარამათი ან  “გულმოწყალება”), რომლებსაც ასე ხშირად მიაწერენ წმინდანებს. სუფიები არ იჩემებენ არაჩვეულებრივ თვისებებს ან ისეთ უნარებს, რაც ჩვეულებრივ ადამიანურ გამოცდილებას აღემატება.

ჭეშმარიტი სუფი ყველაფერს უარყოფს ღმერთის გარდა _ ყველაფერს, საკუთრ თავსაც კი. ამიტომაც, როგორ შეიძლება მას პრეტენზია ჰქონდეს სასწაულმოქმედებაზე, რითაც  მისი ინდივიდუალური ”ეგო” განმტკიცდებოდა; ის ხომ სინამდვილეში  არც არსებობს. თვითობის უარყოფა მისი ძირითადი პრინციპია.

აქედან გამომდინარე, დიდი სუფიები სასწაულმოქმედების უნარზე პრეტენზიას მიიჩნევდნენ ნაკლად, რომელიც ადამიანს ღმერთისაგან აშორებს.

მიუხედავად ამისა, საჭიროა დავამატოთ, რომ ზოგჯერ განსაკუთრებით ერთგული მიმდევარი ოსტატის ძლიერ სულიერ გავლენას განიცდის და მასში ქარამათის გამოვლინებას ხედავს.  ასეთ შემთხვევაში, ოსტატი ვალდებულია, მიუთითოს გარკვეულ სულიერ სტადიას მიღწეულ მოწაფეს, რომ მან არ მიაქციოს ყურადღება მსგავს მოვლენებს, რათა თავიდან აიცილოს გაორება.