enthroned_prince_largeსუფიზმში ერთ-ერთ ეტაპს ფანა’ ფი’ შ – შეიხ ეწოდება (თვითობის გაქრობა ოსტატში). ზოგიერთი გზას შემდგარი მთლიანად ეჯაჭვება (მაჰჯუბ) მოძღვარს, მათ შორის არსებული სრულყოფილი ირიდათის ან სიყვარულის (ეშქ) წყალობით. ისინი აღმოაჩენენ, რომ ირიდათის ბრწყინვალების შედეგად მთლიანად გაქრნენ ოსტატის ყოფიერებაში და გარშემო ყველაფერში მხოლოდ მას ხედავენ.

სწორედ ამ მდგომარეობაზე ითქმის, რომ მორიდმა ფანა ფიშ შეიხის სტადიას მიაღწია. ბევრი დიდი სუფი აღწევდა ამ მდგომარეობას; და ამის საუცხოო მაგალითად გამოდგება ჯალალ ედდინ რუმი, რომელიც მთლიანად შეპყრობილია თავის ოსტატით შამსე თებრიზით.

აი, რას ამბობს იგი:

”ჩემო ოსტატო, ჩემო მორადო, ჩემო სენო,
ჩემო კურნებავ! ნება მიბოძე, საიდუმლო გავთქვა:
შენ ჩემი მზე ხარ (შამს)*, და ჩემი ღმერთი!
ვიდრე შენ მიმზერ, მე აღსავსე ვარ სიყვარულით,
რამეთუ შენ  ორთავ სამყაროს მეფე ბრძანდები;
ჩემი მზე და ჩემი ღმერთი ხარ!
მე არარა ვარ შენს წინაშე, ჩემი კვალიც კი არსადაა;
ასე მოითხოვს ჩვენი წესი, ჩემო მზევ და ღმერთო ჩემო”!

საჭიროა აღვნიშნოთ, რომ თვითობის ოსტატში გაქრობა (ფანა’ფი’შ-შეიხ) _ ეს ღმერთში გაუჩინარების მოსამზადებელი ეტაპია.

Advertisements