სიყვარული უკეთ მეტყველებს, ვიდრე სიტყვები,
ის განსხვავებულ სიტყვებსა და ენასა ფლობს.
მეტოქე გეტყვის: ”სიყვარულზე მიამბე რამე!”
დაყრუებულ გულს მხოლოდ დუმილით თუ ვუპასუხებ.
ის, ვისი გულიც მიჯნურობის სამყაროს იცნობს,
ყურს უგდებს მხოლოდ სიყვარულის ჩურჩულის ენას _
მდაბიოთათვის გაუგებარს.
თავს ნუ იტკიებ მათი ყბედობით!
ის, ვინც უარყო სიყვარული, ამ სტრიქონებს ვერ გაიგებს,
და რაც უნდა ვთქვათ, მათ ვეღარ შევცვლით.
სიყვარულის სასწავლებელში საუბარი უსიტყვოდ მიდის,
მხოლოდ და მხოლოდ გაკოტრებული ბუტბუტებს ყველგან.
ნურბახშ-სიყვარულის სუნთქვა  მჭერმეტყველს გხდის,
და შენი სიტყვა ნუგეშს სცემს ყველას,
ვინც საკუთარ გზას მკაფიოდ ხედავს”.

სუფიზმი ღმერთისაკენ მიმავალი გზაა, რომელიც სიყვარულის მეშვეობით შეიძლება განვლო.

ირანში სუფიები სიყვარულს სიტყვა ეშქ – ით  გამოთქვამენ. ეს სიტყვა წარმოქმნილია სიტყვა ეშხედან, რაც ვაზის ლერწმის ერთ-ერთ სახეობას ნიშნავს. როდესაც ეს ლერწამი ხეს გარშემო ეხვევა, ხე ხმება და კვდება _ ისევე, როგორც  ყოფითი სამყაროსადმი  ლტოლვა ახმობს და აყვითლებს სხეულს. მაგრამ სულიერი სიყვარული ”მე”-ს ფესვებს ძალას აცლის.

ლექსიკონში  სიტყვა ეშქ- განიმარტება როგორც უსაზღვრო სიყვარული და სრული ერთგულება.

Advertisements