heavenly_isle_largeთეორიული თვალსაზრისით და სულიერების პოზიციიდანაც, სრულყოფილი ადამიანი ისაა, ვინც თავი დააღწია ხორციელის ანუ სურვილების წამქეზებელ ზეგავლენას (ნაფსე ამმარა).

მისი შინაგანი და მის ირგვლივ არსებული რეალობაც უმაღლესი სულიერების ხარისხით განისაზღვრება, Mრისი წყალობითაც ის თვითობისგან თავისუფლდება და ღმერთთან ერთიანობას აღწევს.
ასეთი ადამიანი ხდება სარკე, რომელიც აბსოლუტურ რეალობას ირეკლავს. Mმისი შემხედვარე ვერაფერს დაინახავს, ჭეშმარიტების გარდა.

სუფიზმში სრულყოფილების მიღწევის ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალებაა განწმენდა სრულყოფილი ადამიანის (ქუთბი) მიმდევრობის გზით.

O  ოსტსტის მეთვალყურეობით განვლილ სწავლების პერიოდს ეწოდება თარიყათი – გზა. რაც შეეხება შარიათს – მუსულმანთა რელიგიურ კანონში გაერთიანებულ ვალდებულებათა კრებულს, სუფიები მას “სულიერების დაწყებით სკოლად” განიხილავენ.
სწავლების მომდევნო, უფრო მაღალი საფეხური არის თარიყათი. დამაგვირგვინებელ ეტაპზე ადამიანი ჰაქიყათს აღწევს _ ჭეშმარიტებას ანუ აბსოლუტურ რეალობას.

ამ სულიერი გზის სამ ეტაპად დაყოფას სუფიები წინასწარმეტყველი მუჰამედის შემდეგი სიტყვებით ასაბუთებენ:

“შარიათი – ჩემი სიტყვაა,
თარიყათი – ჩემი მოქმედება,
ჰაქიყათი – ჩემი შინაგანი მდგომარეობა”.

D თარიყათის დამწყები მორიდად იწოდება (მიმდევარი, მოწაფე), ხოლო მისი მასწავლებელი _ მორადად ან ქუთბად.