normal_hb_50.164სუფი არის ის, ვინც სიყვარულისა და ერთგულების გზით მიემართება აბსოლუტური რეალობისკენ.
მას სწამს, რომ რეალობის შეცნობა მხოლოდ სრულყოფილ ადამიანს ძალუძს, არასრულყოფილი კი, სწორედ თავისი არასრულყოფილების გამო, ბრმაა ამ ცოდნის მიმართ.

სუფი თვლის, რომ ჩვეულებრივი, ‘’ნორმალური’’ ადამიანი არასრულყოფილების სენითაა შეპყრობილი, რაც ზემოქმედებას ახდენს მისი აღქმის შესაძლებლობებზე და მუდმივ დაბნეულობაში ამყოფებს მას. ამდენად, ჩვეულებრივი ადამიანები,  საკუთარი არასრულყოფილების გამო, დამახინჯებულად აღიქვამენ რეალობას და გაუცნობიერებლად ვარდებიან განსაცდელში.

თანამედროვე ფსიქოლოგიამ დაამტკიცა, რომ ადამიანის ქცევა მნიშვნელოვანწილად მისი ქვეცნობიერით არის განპირობებული.
სუფიები კი თავის მხრივ მიიჩნევენ, რომ ხორციელის მაცდური სული – (ნაფსე ამარა)  ტირანულ კონტროლს აწესებს ადამიანის აზრსა და ქცევაზე.

შედეგად, ამგვარი ზეგავლენის ქვეშ მყოფ ადამიანს ჭეშმარიტების შეცნობის უნარი არ გააჩნია.

Advertisements