Resiml3ოსტატი _ ეს სრულყოფილი ადამიანია, რომელმაც სულიერ გზაზე ყველა საფეხური გადალახა. რა თქმა უნდა, ამის დასამტკიცებლად საკმარისი არ არის მან თავი ქუთბად გამოაცხადოს.  ის ქუთბი, რომელთანაც მან სწავლება გაიარა, თვითონ ნიშნავს მას ოსტატად. სწორედ ამიტომ, ქუთბსა და შეიხს პირდაპირ უნდა შეეძლოთ მიუთითონ ხელდასხმის იმ ჯაჭვზე (სილსილა)  რომლის მეშვეობითაც ის სუფი გახდა. სუფიური ტერმინოლოგიით რომ ვისარგებლოთ, ქუთბმა თავისი ჰირყის  _ ანუ  ხელდასხმის სამოსის დემონსტრირება უნდა შეძლოს.

ამ გზის დასრულების ორი საშუალება არსებობს. პირველ შემთხვევაში, ღმერთს მისი წყალობითა და გულმოწყალებით ქმნილება თავის არსებაში შეჰყავს, ართმევს რა მას თვითობას. ასეთ ადამიანს მაჰჯუბი (მოქცეული) ეწოდება. მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია.

ჭეშმარიტების მიღწევის მეორე საშუალება თარიყათია. მაჰჯუბისაგან განსხვავებით, თარიყათი  მოწაფისაგან ნებისყოფასა და ძალისხმევას მოითხოვს. ღმერთი ამბობს: ”და მათ, ვინც გულმოდგინებს ჩვენთვის,  ჩვენ წავიყვანთ ჩვენი გზებით”   (ყურანი 29:69). არაბულად სულიერი გზის გავლას სეირ ვა სულუკი ეწოდება. ის შეიძლება მხოლოდ  ქუთბის ხელმძღვანელობით განხორციელდეს.

Advertisements